წმ. მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესია გლდანში

 

გლდანის მე-5 და მე-6 მიკრორაიონებს შორის არსებულ ტერიტორიაზე წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია და ამ ეკლესიასთან არსებული სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრი შენდება. პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აშენდება. მისი და საეკლესიო დანიშნულების დამხმარე ნაგებობების მშენებლობა 2008 წლისთვის დასრულდება. 2014 წლისთვის კი წირვა-ლოცვა უკვე დიდ ჯვარგუმბათოვან ეკლესიაში დაიწყება. 2008 წლიდან ეკლესიის ეზოში საეკლესიო ხელოვნების სკოლის მშენებლობა დაიწყება, ხოლო 2009-2011 წლებში კი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისთვის საჭირო ნაგებობები აიგება.


ტაძრის მშენებლობას სათავეში ჩაუდგა მამა დავითი (დათუაშვილი), რომელიც ამჟამად მოღვაწეობს გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ის საკუთარ მრევლთან ერთად თავდაუზოგავად შრომობს და სწორედ ამის შედეგია ის, რომ მცირე ბაზილიკის მშენებლობა უკვე დაწყებულია. თითოეული ადამიანი, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ დიდ საქმეში, აღასრულებს ყველაზე დიდ საღვთო სწავლებას. ნებისმიერი სახის თანადგომა და დახმარება მნიშვნელოვანია.
სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრის მისია

საეკლესიო ხელოვნების სკოლასა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში ახალგაზრდები სულიერებას აიმაღლებენ და თან კონკრეტულ პროფესიას დაეუფლებიან.

კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში იქნება სამრევლო სკოლა, ასევე ოჯახის შექმნისა და დაგეგმარების სკოლა, მისია-ევანგელიზაციის სკოლა, ახალგაზრდული გაერთიანებები ინტერესთა მიხედვით, როგორიცაა საზოგადოებრივი; სამეცნიერო; ხელოვნების; ტექნიკურ-სამრეწველო; სოფლის მეურნეობის; სპორტული.
საეკლესიო ხელოვნების სკოლაში იქნება ხატწერის, ჭედურობის, ხეზე კვეთის, ქარგვის, ქვაზე კვეთის, მინანქრის, ხუროთმოძღვრება-არქიტექტურის, გალობის, საეკლესიო-საიუველირო სტუდია-სახელოსნოები. საეკლესიო ხელოვნების სკოლაში მოზარდებს მიეცემათ საშუალება ხელოვნების სხვადასხვა დარგები შეისწავლონ და მიღებული ცოდნა მომავალში აქტიურად გამოიყენონ. ამასთან ადრეულ ასაკში გარკვეული საქმის დაუფლება ბავშვებს ჩამოუყალიბებს შრომისა და სწავლის სურვილს. რაც მთავარია, ახალგაზრდები ქუჩას ჩამოშორდებიან და თან ინტელექტუალურ დონეს აიმაღლებენ. ამ სკოლაში სწავლის საშუალება მიუსაფარ ბავშვებსაც ექნებათ, რაც მათ რიგებში კრიმინალის შემცირებას გამოიწვევს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდება მიუსაფარი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირება. ამ სკოლაში სწავლის შემდეგ საზოგადოებას დაუბრუნდებიან სულიერად ძლიერი და მოტივირებული მოზარდები.

მისია-ევანგელიზაციის სკოლაში ახალგაზრდები შეისწავლიან მისიონერული მოღვაწეობის საფუძვლებს, სიტყვის ხელოვნებას, სახარების განმარტებას. ისინი აქ მიღებულ ცოდნას სხვადასხვა რეგიონებში მისიონერული ექსპედიციების დროს გამოიყენებენ.
სამრევლო სკოლაში კვირაობით მრევლისთვის ჩატარდება სხვადასხვა სახის ლექციები, რელიგიის, ეკლესიის ისტორიების, კატეხიზმოს, პატრისტიკისა და სხვა ეკლესიური სწავლებები.

კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების მიზანი სულიერად ჯანსაღი და ინტელექტუალურად განვითარებული ახალგაზრდობის აღზრდაა. პროფესიის შეძენის შემდეგ კი ამ ახალგაზრდებს დასაქმების უფრო მეტი შანსი ექმენათ.
ღვთის სიყვარულით ერთად ავაშენოთ ეკლესია, მივცეთ ჩვენს შვილებს
სულიერი საზრდო და განათლება, რომელიც მათი კარგი მომავლის საწინდარი გახდება


ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ტაძრის მშენებლობაში,
დაუკავშირდით წინამძღვარს მამა დავითს (ტელ: 8 93 62-00-09)
გულისხმიერებისთვის წინასწარ გიხდით მადლობას წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის
სატაძრო კომპლექსის საბანკო რეკვიზიტები

ს.ს. „თიბისი ბანკი“, მარჯანიშვილის ფილიალი
კოდი: 220101850
ანგარიშსწორების ანგარიში: 31436080100002 / GEL
31436180100003 / USD; EUR
მიმღები: თბილისის მთავარანგელოზთა სახ. მშენებარე ეკლესია
ბანკი რესპუბლიკა, გლდანის ფილიალი
კოდი: 220101760
ანგარიშის ნომერი: 104 596 90 912
მიმღები: ბადრი დათუაშვილი

TOP.GE COUNTER CODE --> / END OF COUNTER CODE -->